რეზონანსი
14.05.2019

 (რეზონანსი) 2019 წლის 3 თვეში არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების 40 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება. შსს-ს ინფორმაციით, ამავე მუხლით (სსკ-ის 140-ე) 2018 წლის განმავლობაში გამოძიება 205 შემთხვევაზე დაიწყო.

ამასთან, 2019 წლის იანვარ-მარტში სისხლის სამართლის კოდექსის 1501 - ე მუხლით, რაც ქორწინების იძულებას გულისხმობს, გამოძიება 2 შემთხვევაში დაიწყო. გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი 16 იყო.

შსს-დან გამოთხოვილ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ 2019 წლის იანვარ-მარტში ჯამში რეგისტრირებულია 110 დანაშაული, საიდანაც გახსნილია მხოლოდ 38. გასულ წელს კი ამავე სახის 405 დანაშაულია რეგისტრირებული, საიდანაც გახსნილია 156.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს მომხდარი 405 შემთხვევიდან 287 სისხლის სამართლის საქმეზე მსხვერპლი იყო არასრულწლოვანი.

(ინტერპრესნიუსი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×