რეზონანსი
14.05.2019

 ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქვემო ფონიჭალაში. დიდი სიჩქარით მიმავალი ტრაილერი ქალს დაეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, ქალი ქვეითთა გადასასვლელით სარგებლობდა ტრაილერმა კი დამუხრუჭება ვერ მოასწრო.

"დიდი სიჩქარით მიდიოდა, მუხრუჭის გამოყენება ვერ მოასწრო მძღოლმა და ეგრევე შეასკდა. სასწრაფოს უკვე გარდაცვლილი დახვდა ქალი" - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი "დიანიუსთან".

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გარდაცვალება გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×