რეზონანსი
14.05.2019

 გორში მოკლულ 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის განცხადებით, სასამართლო სამედიცინო დასკვნის თანახმად, ბავშვს მთელ სხეულზე, კიდურებზე, თავზე, სახის არეში დაზიანებები ჰქონდა. სიკვდილის მიზეზი კი გაგუდვაა.

მისი თქმით, სასამართლო პროცესზე ექსპერტმა დეტალურად ისაუბრა თითოეულ დაზიანებასთან  და გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით.

„გოგოს მთელ სხეულზე, კიდურებზე და სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე, თავზე, სახის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები. მისი სიკვდილის უშუალო მიზეზია ასფიქსია, ანუ კისრის მიდამოებში ხელის მოჭერის შედეგად მისი გაგუდვა. ეს გახლავთ უშუალოდ სიკვდილის მიზეზი.

თავის არეში აღენიშნებოდა მკვრივი ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო იყო და რამაც ქალას მოტეხილობა, თავის ტვინში ტრავმული სისხლჩაქცევა გამოიწვია“, - განაცხადა გუგუტიშვილმა.

დაცვის მხარეს მოწმეები არ ჰყავს, თუმცა მაშინ, როდესაც 9 წლის გოგონას მკვლელობა მოხდა, ბრალდებული იაგო ნებიერიძე სახლში იყო, რასაც დედამისი ადასტურებს.

ცნობისთვის, გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×