ვინ არის ქართველი ახალგაზრდა, რომელმაც დედა საზღვარგარეთ სამუშაოდ არ გაუშვა და მოხუცის მომვლელად თვითონ წავიდა? ქართველი ახალგაზრდა დავით წოწორია ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის ბოლო ბერკეტი იყო, რათა ოჯახი გაჭირვებიდან გამოეყვანა. დედა უკვე ასაკშია, შესაბამისად, მას მოხუცის მოსავლელად ვერ გაუშვებდა, ამიტომ გადაწყვიტა, ეს საქმე საკუთარ თავზე აეღო.
"სახლში ძალიან გვიჭირდა, დედას უნდოდა წასვლა ევროპაში. ბოლოს, დიდი დისკუსიის შემდეგ გადავწყვიტეთ, მე წამოსვულიყავი იტალიაში და მოხუცისთვის მომევლო. ამასთან, დედა ასაკშია და მას ვერ გავუშვებდი. ვერ ვიტყვი, რომ აქ მძიმე სამუშაო მაქვს. მოხუცის მოვლა მაინცდამაინც მძიმე არ არის, მაგრამ მძიმეა როცა საკუთარი ოჯახი, მეგობრები გენატრება. რაც შეეხება ჩემს ყოველდღიურ საქმიანობას, დილით ადრე ვდგები, საჭმელს ვაკეთებ. მოხუცს ვაჭმევ და წამლებს ვაძლებს. აქ შრომას ძალიან აფასებენ, მათ შროის მატერიალური თვალსაზრისით" - ამბობს დავით წოწორია.
მან ასევე საზღვარგარეთ მყოფი ქართველების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უმეტეს მათგან უმძიმეს პირობებში უწევთ იქ ცხოვრება.
"აქ მარტო მე არ ვარ, ბევრი ქართველია, მათ შორის არიან ახალგაზრდა ბიჭები და ქალები. მათზეც მინდა ვისაუბრო. მინახავს, როგორ ძინავთ ქუჩებში და მანქანებში, ეს ძალიან ცუდი მომენტია. ბანკის ვალები აქვთ, სახლები აქვთ ბანკში ჩადებულ, აქ ნაშოვნი ფულით მანდ ოჯახებს ინახავენ. ამ მხრივს მძიმე სიტუაციაა განსაკუთრებით საფრანგეთში, იტალიასა და ავსტრიაში" - აღნიშნა ტელეკომპანია "პალიტრანიუსთან" წოწორიამ.