რეზონანსი
14.05.2019

 წუხელ მალხაზ მაჩალიკაშვილი გვიან ღამით ინგოროყვას კლინიკაში მოათავსეს. ის დაბალი წნევითა და საერთო სისუსტის შეგრძნებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. როგორც  ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელმა დავით ქაცარავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, მის მოსანახულებლად კარავში იყო მისული და სწორედ მან შენიშნა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი თავს შეუძლოდ გრძნობდა.

მაჩალიკაშვილს გამოკვლევები ჩაუტარდა და ამ დროისთვის უკვე გაწერილია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არც კლინიკის ექიმს და არც თავად მაჩალიკაშვილს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×