რეზონანსი
13.05.2019

 (რეზონანსი) კიევის ობოლსკის რაიონულმა სასამართლომ, უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი, არჩევნების პერიოდში უკანონო აგიტაციისთვის 850 გრივნით დააჯარიმა. ამის შესახებ უკრაინის ახალი ამბები იუწყება.

21 აპრილს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კენჭისყრის დროს, ზელენსკიმ ჟურნალისტებს საკუთარი შევსებული ბიულეტენი აჩვენა, რის შემდეგაც პოლიციაში მის წინააღმდეგ წინასაარჩევნო აგიტაციის წესების დარღვევის ბრალდებით, საჩივარი შევიდა.

ზელენსკის შტაბში განაცხადეს, რომ ბიულეტენის დემონსტრირებაში დიდ პრობლემას ვერ ხედავენ, როგორც თვითონ ზელენსკიმ განმარტა, ეს ქმედება დაუფიქრებლად გააკეთა.

ობოლსკის სასამართლო სხდომაზე ვლადიმერ ზელენსკი არ გამოჩენილა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×