(რეზონანსი) „მე თვითონ გადმოვფრინდი", - ასე უთხრა 4 წლის ბიჭმა მის დასახმარებლად მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას.
ამბავი რამდენიმე დღის წინ გლდანში მოხდა. ბავშვთან ერთად სახლში ბებია იმყოფებოდა. მას შვილიშვილი ოთახში ეგულებოდა, როდესაც მეზობელმა კარზე დააკაკუნა და უთხრა, რომ მომხდარის შესახებ აცნობა.
„ძალიან ყურადღებიანი ბებია ჰყავს. ქალი გონს ჯერაც ვერ მოდის ამ ამბის შემდეგ. აივნის კარები დაკეტილი ჰქონდა. ბავშვი ფანჯრიდან არის გადამხტარი", - ამბობენ მეზობლები.
ისინი ვარაუდობენ, რომ ბიჭმა საყვარელი გმირი განასახიერა.
ადგილზე მისულ სასწრაფოს ბავშვმა თვითონ უთხრა საკუთარი სახელი და გვარი. ჩვენი ინფორმაციით მას სერიოზული დაზიანება არ მიუღია.
112-ში „პრაიმტაიმს" მომხდარი ინციდენტი დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
(პრაიმტაიმი)