რეზონანსი
13.05.2019

 (რეზონანსი) ყვარლის მუნიციპალიტეტში 11 თვის ჩვილი გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, მანამდე ბავშვმა ქათმის ხორცით მომზადებული წვნიანი მიიღო, რის შემდეგაც ინტოქსიკაცია დაეწყო.

გამყრელიძეები მომხდარს ერთ-ერთი წარმოების ქათმის მიღებას უკავშირებენ, რომელიც თბილისიდან ნათესავმა გაუგზავნათ. ბავშვი ყვარლის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანიდან 2 საათში გარდაიცვალა.

საკვების მიღების შემდეგ, სამედიცინო დახმარება დასჭირდათ მშობლებსაც, რომლებიც კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

"სა­ღა­მოს მე­უღ­ლემ ქათ­მის წვნი­ა­ნი მო­ამ­ზა­და. საჭ­მლის მი­ღე­ბამ­დე ბავ­შვი კარ­გ ხა­სი­ათ­ზე იყო, მი­ცი­ნო­და მე­თა­მა­შე­ბო­და... მხი­ა­რუ­ლი ბავ­შვი იყო. ჩემ­მა მე­უღ­ლემ საჭ­მე­ლი აჭა­მა და მერე ჩვენც ვჭა­მეთ. ჯერ ბავშშ­ვი გახ­და ცუ­დად, მო­ი­თენ­თა და ფერი და­კარ­გა. მა­შინ­ვე წა­ვიყ­ვა­ნეთ სა­ვად­მყო­ფო­ში, მაგ­რამ ვერ გა­ა­და­ვარ­ჩი­ნეთ. რა ვქნათ ვის მოვ­თხო­ვოთ პა­სუ­ხი, ჩემს შვილს არა­ფე­რი აღარ ეშ­ვე­ლე­ბა და მინ­და, სხვე­ბის შვი­ლე­ბი გა­და­ვარ­ჩი­ნო. ასეთ სა­წამ­ლა­ვებს რო­გორ უშ­ვე­ბენ. ვინც ვჭა­მეთ ყვე­ლა მო­ვი­წამ­ლეთ. 3 წლის გოგო გვყავს, მხო­ლოდ მას არ უჭა­მია და არც ცუ­დათ გამ­ხდა­რა. პო­ლი­ცი­აც ჩარ­თუ­ლია საქ­მე­ში და ექ­სპერ­ტი­ზის­თვის სინ­ჯე­ბიც აი­ღებს. ვე­ლო­დე­ბით პა­სუხს" - გა­ნა­ცხა­და ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას გარ­დაც­ვლი­ლი ჩვი­ლის მა­მამ, ზუ­რაბ გამ­ყრე­ლი­ძემ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა 116 მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სხვი­სი სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×