რეზონანსი
13.05.2019

 (რეზონანსი) ექსპერტი სოსო ცინცაძე გამოცდების ევროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის მიერ დაკავებულ თანამდებობას ხელოვნურად გაზრდილ შტატს უწოდებს და ამბობს, რომ მიმინოშვილმა აღნიშნული თანამდებობა "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშილის მიერ გაწეული პროტექციის გზით დაიკავა.

"პირდაპირ შემიძლია გითხრათ, მიმინოშვილის მიერ დაკავებული თანამდებობა სრული სისულელეა და ფაქტიურად, არაფერში ფულის ხარჯვას ნიშნავს. მიმინოშვილი იმ არაეფქტური გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი იყო, რომლის გამოცდები აბიტურინტებისთვის აბსოლუტურად არაფრის მომცემი იყო. "ქართული ოცნების" წევრების გადამზადების შესახებ საუბარი სრულიად სასაცილოა. მმართველ პარტიას ვურჩევი, რომ სპეციალისტი, რომელიც პარლამენტარებს წერასა და ჩანგლის მოხმარებას ასწავლის, ევროპიდან ჩამოიყვანონ.

თავის დროზე მიმინოშვილი უმუშევარი დარჩა, ამიტომ მივიდა ბიძინა ივანიშვილთან, თავი შეაცდოდა, თანამდებობა სთხოვა და ხელოვნურად შექმნილი ადგილი გამოუნახეს. ჰკითხეს სად იმუშავებდა და თქვა, რაღაც მომზადება-გადამზადების ცენტრშიო" - აცხადებს ცინცაძე.

2020news.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×