(რეზონანსი) მიხეილ სააკაშვილი და მისი მეუღლე საზოგადოებას არწმუნებენ, თითქოს შეჭირვებულად ცხოვრობენ და იმ პროცესებში არანაირი წვლილი არ მიუძღვით, რაც საქართველოში ხდებოდა, - ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.
მისივე თქმით, ვრცელდება სარწმუნო ინფორმაცია, სადაც სააკაშვილი ფლორიდაში, ოკეანის ნაპირზე ვილასა და ხედებს არჩევს.
„რუსთავი 2"-ის სუსტი მცდელობაა, გადაფაროს ის ინფორმაცია, რაც საზოგადოებისთვის გუშინ გახდა ცნობილი. ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მეუღლე საზოგადოებას არწმუნებენ, თითქოს შეჭირვებულად ცხოვრობენ და იმ პროცესებში არანაირი წვლილი არ მიუძღვით, რაც საქართველოში ხდებოდა, მათ შორის იმაზეც, რის გამოც საზოგადოებამ გადაირჩია. ამ დროს სარწმუნო ინფორმაცია ვრცელდება, სადაც სააკაშვილი ფლორიდაში, ოკეანის ნაპირზე ვილასა და ხედებს არჩევს. საკმაოდ ძვირადღირებულ შენაძენზე განხილვებშია", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.