რეზონანსი
13.05.2019

 (რეზონანსი) გალის ოკუპირებული რაიონის მცხოვრებთ ეროვნების გრაფაში "მეგრელს" უწერენ. აფხაზური მედიის ცნობით, რობერტ გაწერელიას აფხაზურ პასპორტში, ეროვნების გრაფაში "მეგრელი" ჩაუწერეს.

როგორც გაწერელია აცხადებს, მას აქამდეც ჰქონდა განახლებული აფხაზური პასპორტი, სადაც ეროვნებად "ქართველი" ეწერა, თუმცა, „საპასპორტო განყოფილებას ისტორიული სამართლიანობის აღდგენის თხოვნით" თავად მიმართა.

"როდესაც ეს პასპორტი მივიღე, არა მხოლოდ ჩემმა, არამედ ჩემი წინაპრების სულებმაც გაიხარეს. ისინი ოდითგანვე ოცნებობდნენ, მეგრელებად დაწერილიყვნენ", - აცხადებს რობერტ გაწერელია.

accentnews.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×