(რეზონანსი) შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის "ქართულ ოცნებაში" დასაქმებას პრემიერი ეხმაურება და აცხადებს, რომ ის პარტიას გადამზადებაში ეხმაურება და თავის გამოცდილებას უზიარებს.
"ის არის მაღალი დონის პროფესიონალი. პარტიას ეხმარება ტრენინგებში, გადამზადებაშიდა იმ გამოცდილებას გვიზიარებს, რაც მას აქვს ამ მიმართულებით", - ამბობს პრემიერი.
რაც შეეხება ახალი სახეები მოძიებას, მამუკა ბახტაძე პოზიტიურად აფასებს და ამბობს, რომ ახალი სახეების მოძიება „ბუნებრივი პროცესია".
"ეს არის პარტიაში მიმდინარე ბუნებრივი პროცესი. ნებისმიერი პარტია მოწადინებული უნდა იყოს განახლებაზე, ახალი, საინტერესო ადამიანების მაღალი პოტენციალის მქონე ადამიანების მოზიდვაზე და ბუნებრივია, ეს არის ვალდებულება მმართველი პარტიის", - დასძინა ბახტაძემ.