რეზონანსი
13.05.2019

 (რეზონანსი) არ ვამბობ რომ პოლიცია არ უშვებდა შეცდომებს, უშვებდა ტრაგიკულ შეცდომებს, იყო ტრაგიკული ისტორიები. ძალიან ტრაგიკული იყო რობაქიძის ისტორია. გაისროლა პოლიციელმა, ტრაგიკული ისტორია იყო. ამერიკაში ასეთი ისტორია ხდება ძალიან ხშირად - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენში ქართველებთან შეხვედრისას განაცხადა.

სააკაშვილის განცხადებით, ქართული პოლიციის დისკრედიტაციაში რუსული კვალიც ჩანს.

„თითქმის ბოლომდე ანადგურებენ საქართველოს პოლიციას. საქართველოს პოლიცია იყო მსოფლიოში ყველაზე მაგარი პოლიცია. საქართველო, ქვეყანა, რომელიც იყო სიცილიის დონეზე და გახდა მსოფლიოში მესამე ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და ევროპაში ყველაზე უსაფრთხო. გეგმაზომიერად მოხდა პოლიციის რეპუტაციის განადგურება. არ ვამბობ რომ პოლიცია არ უშვებდა შეცდომებს, უშვებდა ტრაგიკულ შეცდომებს, იყო ტრაგიკული ისტორიები. უკაცრავად, რომელ ქვეყანაში არ არის ? გერმანიაში არ არის? ამერიკაში არ არის? ამერიკაში ეგეთი ისტორიები ხდება ყოველ კვირას, მაგრამ აქ ჩაერთო მთელი რუსული პროპაგანდა. რუსეთმა ამოირჩია ქართული პოლიციის დისკრედიტაცია. ძალიან ტრაგიკული იყო რობაქიძის ისტორია. გაისროლა პოლიციელმა, ტრაგიკული ისტორია იყო. ამერიკაში ასეთი ისტორია ხდება ძალიან ხშირად", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×