რეზონანსი
13.05.2019

 საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენში ქართველებთან შეხვედრისას 19 წლის ბუტა (ამირან) რობაქიძის მკვლელობის საქმე გაიხსენა. მისი აზრით, ტრაგიკული იყო რობაქიძის ისტორია, მაგრამ ამერიკაში ასეთები ძალიან ხშირად ხდება.

"საქართველო, ქვეყანა, რომელიც იყო სიცილიის დონეზე და გახდა მსოფლიოში მესამე ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და ევროპაში ყველაზე უსაფრთხო. არ ვამბობ რომ პოლიცია არ უშვებდა შეცდომებს, უშვებდა, იყო ტრაგიკული ისტორიები. უკაცრავად, რომელ ქვეყანაში არ არის ? გერმანიაში არ არის? ამერიკაში არ არის? ამერიკაში ეგეთი ისტორიები ხდება ყოველ კვირას, მაგრამ აქ ჩაერთო მთელი რუსული პროპაგანდა. ძალიან ტრაგიკული იყო რობაქიძის ისტორია. გაისროლა პოლიციელმა, ტრაგიკული ისტორია იყო. ამერიკაში ასეთი ისტორია ხდება ძალიან ხშირად“, – განაცხადა სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×