რეზონანსი
13.05.2019

 "ეს არის კერძო საკუთრება და ამიტომაც გადაურჩა "გაკორპუსებას თუ ბეტონიზაციას", რადგან ეს ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაშია" - განაცხადა თბილისის მერმა IMEDI LIVE ეთერით.

”რაც შეეხება იქვე მიმდებარე კორტებს, ეს ყაზახ ბიზნესმენზე იყო გაყიდული და მის საკუთრებაში გახლდათ. დღეს ტერიტორია არის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. მერიის პოზიციაა, რომ იპოდრომის მიმდებარე კორტების ტერიტორიაზე აღდგება ჩოგბურთის კორტები და ის ინფრასტრუქტურა, რაც ადრე იყო. იმედია, ამასობაში სრულად მოგვარდება მიწების მონაცვლეობაც. მსგავსი პროცესი მიმდინარეობს სასტუმრო “ბუდაპეშტი”-ს პროექტის და ტერიტორიის მეპატრონესთანაც, თუმცა იქ ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ და ალტერნატიული მიწის ნაკვეთების შერჩევის პროცესი გრძელდება”- აცხადებს თბილისის მერი.

წამყვანის კითხვაზე, მოხდება თუ არა იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მოწყობა, თბილისის მერი პასუხობს:” მას ჰყავს კონკრეტული მეპატრონე და მე ვერ გეტყვით რას გეგმავს იგი. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ტერიტორიის მეპატრონე ბიძინა ივანიშვილია".

(bm.ge)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×