რეზონანსი
13.05.2019

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ყან­და­უ­რა­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ომარ გამყ­რე­ლი­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი და­აკა­ვა. ახალ­გაზ­რდა მამაკაცს გა­მო­ძი­ე­ბა ცეცხლ­სას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლე­ბის შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას ედა­ვე­ბა (სსკ-ის 236-ე მუხ­ლი).

ახალგაზრდა დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს, მაგრამ აქამდე არ გახმაურებულა. დაკავებულია 22 წლის ბაბუის მოსახელე, ომარ (ომარიკო) გამყრელიძე. იგი სტუდენტია და გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების შენახვა ტარებას ედავება. რეალურად ბიჭის დაკავების მიზეზი მისგან მამაზე ინფორმაციის მიღებაა. ამ გზით სამართალდამცავებს სურთ მიაგნონ მამამისს ნოდარ გამყრელიძეს. არსებული ინფორმაციით, სწორედ მას ეძებს გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ამ უმძიმეს დანაშაულში მხილებულ კიდევ ერთ პირს ეძებენ. სავარაუდოდ, იძებნება სწორედ ნოდარ გამყრელიძე.

იგი წლების განმავლობაში ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა, ის ყოფილი სპეცრაზმელია. თუმცა ამ ეტაპზე ის სისტემაში არ მუშაობდა. როგორც ამბობენ, ამხელა ტრაგედიის შემდეგ ის სოფელ ყანდაურაში არ გამოჩენილა.

მისი ვაჟი ომარიკო ამბობდა, რომ მამამისი რუსეთში აპირებდა წასვლას და ნახა პასპორტში ვიზა ჩარტყმული რომ ჰქონდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას ოფიციალურად საზღვარი არ გადაუკვეთავს. არ გამორიცხავენ რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადავიდა რუსეთის ტერიტორიაზე. თავად სამართალდამცავები კი მას ყველგან ეძებენ. კახეთის რეგიონში სპეციალური დანაყოფები ჩაიყვანეს ძალოვნებმა და ნოდარ გამყრელიძეს ტყე-ტყეც კი ეძებდნენ. როგორც ირკვევა, უკვე არსებობს ექსპერტიზის დასკვნის შედეგი, სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ ტრაგედიის ადგილას ორი სხვადასხვა იარაღიდან განხორციელდა სროლები, ამიტომ გამორიცხავენ რომ ეს ერთ ადამიანს ჩაედინა. მეორე იარაღი ჯერ ნაპოვნი არ არის სამძებრო სამუშაოები კი ინტენსიურად ხორციელდება, რომ იპოვონ მკვლელობის იარაღი. ამ დრომდე არ არის პასუხი მთავარ კითხვაზე, ვინ და რატომ ჩაიდინა ეს უმძიმესი დანაშაული.

კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×