რეზონანსი
12.05.2019

 უკრაინაში საქართველოს საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამნაღმველები მუშაობენ. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

არსებული ინფორმაციით, კიევში, საქართველოს საელჩოსთან მდებარე ერთ-ერთ ობიექტზე ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა. ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ. შესაბამისად, უსაფრთხოების ზომები მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის საქართველოს საელჩოზეც გავრცელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×