რეზონანსი
12.05.2019

 (რეზონანსი) ვაზიანის ბაზაზე გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე ვანის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. გარდაცვლილი ვალოდი მახათაძე სოფელ შუამთაში ცხოვრობდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ახლობლების ინფორმაციით, ის ჯარში რამდენიმე თვეა, რაც მსახურობდა.

მათივე ინფორმაციით, ოჯახს დღეს შეატყობინეს, რომ ჯარისკაცმა თავი მოიკლა. ახლობლებს და მეზობლებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ.

გარდაცვლილის ოჯახში კომენტარს არ აკეთებენ. ჯარისკაცს ოჯახში, სავარაუდოდ, დღეს გადაასვენებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×