(რეზონანსი) შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარია განცხადებით, პოლიცია გამოხატვის თავისუფლებას პატივს სცემს და ეს არაერთხელ დაუდასტურებიათ.
გახარია ერთი წლის თავზე კლუბებში სპეცოპერაციას გამოეხმაურა.
"კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ვიცავდით გამოხატვის თავისუფლებას, დავიცავთ. როგორც მაშინ მომიტინგეების გამოხატვის თავისუფლებას ვიცავდით, ისე ახლა ბიუსტის გამოხატვის თავისუფლებას დავიცავთ, რომელიც დგას რუსთაველის გამზირზე", - აღნიშნა მინისტრმა.
პარლამენტთან შინაგან საქმეთა მინისტრის ბიუსტი დაიდგა, რომელიც "ბოდიშს მოგიხდით". როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ინსტალაცია 12 მაისის მოვლენების გახსენებაა.
ორგანიზატორის, სანდრო ჯავახიშვილის თქმით, აქციების შემდეგ მიღებული ბოდიშის გასახსენებლად ბიუსტს სპეციალური ღილაკი აქვს, რომელზე დაჭერისას შეგიძლიათ მინისტრისგან კიდევ ერთი ბოდიში მიიღოთ.