რეზონანსი
12.05.2019

 (რეზონანსი) მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ახლადნაკურთხ ტაძარში შვიდი ბავშვი მონათლეს.

მათგან ერთ-ერთი ქართველი ძალოსნის, მსოფლიო რეკორდსმენის ლაშა ტალახაძის შვილია. შვიდივე ჩვილი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ნათლულია.

შვიდი ბავშვი ეკლესიის შვიდი სათნოების აღსანიშნავად მოინათლა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი აკურთხა.

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ნაწილია, რომლის მშენებლობაც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2002 წლიდან მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×