რეზონანსი
12.05.2019

 (რეზონანსი) სიღნაღის მუნიციპალიტეტში ძლიერმა სეტყვამ ასეულობით ჰექტარი ვენახი დააზიანა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სტიქია 20 წუთს გაგრძელდა, შედეგად ვენახები და ერთწლიანი ნარგავების 90%-ზე მეტი გაანადგურა.

„20 წუთი მოდიოდა სეტყვა, ეს ადგილები იყო სულ თეთრად. მოსავლის გარეშე ვართ. მინდორიც გაფუჭდა", - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათი ერთადერთი შემოსავალი მოსავალია.

ამ ეტაპზე მხოლოდ ზარალის დათვლა მიმდინარეობს.

სიღნაღის გარდა, დაზარალებულია ასევე თელავის მუნიციპალიტეტი, სადაც მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×