რეზონანსი
12.05.2019

 (რეზონანსი) პარლამენტთან შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ბიუსტი გაიხსნა. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ინსტალაცია გასული წლის, 12 მაისის მოვლენების გახსენებაა.

"ქართველი მოქალაქეების სახელით, თავისუფალ ქალაქში პარლამენტის წინ გადავწყვიტეთ, რომ ამ გზით შეგვეხსენებინა, რა პირობები მიიღეს ერთი წლის წინ აქ და ამ ადგილას", - ამბობს ორგანიზატორი თაკო სულაქველიძე.

კიდევ ერთი ორგანიზატორის, სანდრო ჯავახიშვილის თქმით, აქციების შემდეგ მიღებული ბოდიშის გასახსენებლად ბიუსტს სპეციალური ღილაკი აქვს, რომელზე დაჭერისას შეგიძლიათ მინისტრისგან კიდევ ერთი ბოდიში მიიღოთ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×