რეზონანსი
12.05.2019

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1982 წელს დაბადებული გ.ლ. და 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.ც., ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, კრწანისის რაიონში, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს „ტოიოტას" მარკის ავტომანქანა, რომლის დათვალიერების შედეგად, უკანონოდ შენახული „მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 8 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×