რეზონანსი
12.05.2019

 (რეზონანსი) კვიპროსში საქართველოს საელჩოს მონაცემებით, საქართველოს, მოქალაქეები რომელთაც კვიპროსის რესპუბლიკაში შეშვებაზე უარი ეთქვათ, საზღვრის კვეთისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაციას არ ფლობდნენ. დიპლომატიური წარმომადგენლობის ცნობით, მათი საქართველოში დაბრუნება განხორციელდება შემდეგი რეისით, რომელიც დაგეგმილია სამშაბათს.

"საქართველოს საელჩოში კვიპროსის რესპუბლიკაში შევიდა შეტყობინება, რომ საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს უარი ეთქვათ კვიპროსის რესპუბლიკაში შეშვებაზე. საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა ადგილობრივ სასაზღვრო სამსახურს. სამართალდამცავების ინფორმაციით, აღნიშნული მოქალაქეები არ ფლობდნენ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაციას. ისინი იმყოფებიან სპეციალურად განკუთვნილ მოსაცდელ სივრცეში, უზრუნველყოფილი არიან საკვებით და სასმელი წყლით და მათი საქართველოში დაბრუნება განხორციელდება შემდეგი რეისით, რომელიც დაგეგილია სამშაბათს", - აცხადებენ კვიპრისში, საქართველოს საელჩოში.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, კვიპროსის აეროპორტში უკვე მეორე დღეა სამართალდამცველებს საქართველოს 4 მოქალაქე ჰყავთ დაკავებული.

როგორც დაკავებულებმა "რუსთავი 2"-სთან განაცხადეს, ერთ-ერთი მათგანი დიაბეტითაა დაავადებული. შალვა სპიროვის თქმით, ის შეუძლოდ გახდა, ექიმთან მიიყვანეს, თუმცა მისთვის მედიკამენტოზური დახმარება არ გაწქევიათ. დაკავებულებს არ აქვთ საკვები და წყალი, სჭირდებათ დახმარება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×