რეზონანსი
12.05.2019

 (რეზონანსი) მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ახლად ნაკურთხ ტაძარში შვიდი ბავშვი მონათლეს. შვიდი ბავშვი ეკლესიის შვიდი სათნოების აღსანიშნავად მოინათლა.

შვიდივე ჩვილი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ნათლულია.

ნათლობა ტაძრის სანათლავში გაიმართა. მონათლულებს შორისაა ძალოსნის, მსოფლიო რეკორდსმენის, ლაშა ტალახაძის შვილი. ნათლობის ცერემონია არქიმანდრიტმა ეგნატემდა დეკანოზმა შალვამ საზეიმო წირვის პარალელურად ჩაატარეს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი აკურთხა.

ტაძრის კურთხევას საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები, საზოგადოების წარმომადგენლები, მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. საზეიმო ღვთისმსახურებას ილია მეორე აღასრულებს.

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ნაწილია, რომლის მშენებლობაც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2002 წლიდან მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×