რეზონანსი
12.05.2019

 (რეზონანსი) იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სახალხო დამცველის რეკომენდაცია დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით საფუძველს არის მოკლებული.

წულუკიანის თქმით, სახალხო დამცველმა გამოსცა რეკომენდაცია იუსტიციის სამინისტროს სახელზე, რომ მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული საჭირო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს და ის სამოქალაქო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ.

„ეს რეკომენდაცია ომბუდსმენმა იუსტიციის სამინისტროს სახელზე გამოსცა. ჩვენ ის მივიღეთ, გავეცანით. გადაეცა პენიტენციურ სამსახურს და სახალხო დამცველს გაეგზავნა მტკიცებულებები, რომელიც ჩვენს სისტემას აფიქრებინებდა, რომ ეს რეკომენდაცია უსაფუძვლოა. ამის შემდეგ სახალხო დამცველმა ეს რეკომენდაცია მოხსნა და ის დღეს აღარ არის ძალაში", - განაცხადა თეა წულუკიანმა "ქრონიკაში".

რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს, წულუკიანმა აღნიშნა, რომ ეს მისი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება.

„არ ვიცი, ვერ გეტყვით, ჩემ უფლებამოსილებას სცილდება შეწყალების საკითხები. ამიტომ არ მაქვს ინფორმაცია. ერთადერთი ვიცი ის, რომ როგორც ყველა პატიმარს, მამალაძესაც აქვს დიდი სურვილი, რომ შეიწყალონ, ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ რატომ არის პრობლემატური, ამის შესახებ არ ვფლობ ინფორმაციას", - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×