კვიპროსის აეროპორტში უკვე მეორე დღეა სამართალდამცველებს საქართველოს 4 მოქალაქე ჰყავთ დაკავებული. მიზეზი მათთვის უცნობია. ერთ-ერთი მათგანი დიაბეტითაა დაავადებული. შალვა სპიროვის განცხადებით ის შეუძლოდ გახდა, ექიმთან მიიყვანეს, თუმცა მისთვის მედიკამენტოზური დახმარება არ გაუწევიათ. დაკავებულებს არ აქვთ საკვები და წყალი, სჭირდებათ დახმარება. მათ არც იმას ეუბნებიან, თუ როდის მოხდება მათი გათავისუფლება.
"ჩამოსვლისთანავე, თვითმფრინავიდან გადმოვედით თუ არა დაგვაკავეს, უმიზეზოდ, არანაირი მიზეზი არ არსებობს. ფორმალური მხარე ყველას ყველაფერი წესრიგში გვაქვს. ყველაფრის მიუხედავად ასე ვყავართ, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. დაკავებული ვყავართ აეროპორტის იზოლატორში, წყალი ჩვენ არ გვაქს, საჭმელი ჩვენ არ გაქვს, არაფერი არ გვაქვს. როცა ვეუბნებით, რომ მზიეზი აგვიხსენით რატომ ვართ დაკავებული, აბსურდულ მიზეზს გვეუბნებიან. მე აგდებულად მითხრეს - არ მომწონხარ და იმიტომ ხარ ესეო", - აცხადებს "რუსთავი 2"-თან ატყობინებენ ერთ-ერთი მათგანი
დაკავებულები დახმარებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვენ.