რეზონანსი
11.05.2019

 (რეზონანსი) ფშაველი-ლეჩურის დამაკავშირებელი გზის ნაწილი მდინარემ დაშალა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია. გზაზე ავტომანქანების გადაადგილებას პოლიცია აკონტროლებს. აღნიშნული გზის მონაკვეთზე შეზღუდვები ერთი საათის წინ ამოქმედდა.

„გზის ამ მონაკვეთის მთლიანად გარღვევის საფრთხიდან გამომდინარე, ადგილზე იმყოფებიან პოლიცია და გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები. ადგილზეა ტექნიკაც. ხვალ დილიდან დაიწყება გზის გამაგრებითი სამუშაო, ჩაიდება ბეტონის ჯებირი", - განუცხადა საქართველოს პირველ არხს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სოფელი ლეჩური თუშეთის მიმართულებით მიმავალ საავტომობილო გზაზე ბოლო დასახლებული პუნქტია. საავტომობილო გზის დანგრევის შემთხვევაში, სოფელი გარე სამყაროს მოწყდება.

(პირველი არხი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×