რეზონანსი
11.05.2019

 (რეზონანსი) ბოდიშის მოხდას მნიშვნელობა აქვს ერთხელ, ორჯერ. ყველაფერზე თუ ბოდიში იხადე, არ გამოვა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „7 vs 1" შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გიორგი გახარიას ხომ არ „უჩალიჩებენ", ჭიჭინაძემ ასე უპასუხა: „მთელი ტრაგედია ეს არის, მთელი ძალოვანი უწყების მაკონტროლებელი ადამიანი, უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, პირველი ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს „მიჩალიჩებენო".

მისივე შეფასებით, თუ გახარია არის ყველაფრის მაკონტორლებელი, უსაფრთხოების საბჭო მას ჩავაბარეთ და ეს ადამიანი ასე მარტივად წამოეგება ამ ყველაფერზე, მაშინ საშინელ მდგომარეობაში ვყოფილვართ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×