რეზონანსი
11.05.2019

 (რეზონანსი) გადაუღებელი წვიმის შედეგად გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი გზა მეორედ დაიტბორა. გურჯაანის მერის ინფორმაციით, მდინარე ალაზანი ადიდდა და დატბორილია გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

ძლიერმა სტიქიამ ყვარელში, მდინარე დურუჯი დააზიანა. დანგრეულია ჯებირები და წყალი ადგილობრივების ნათესებს ანადგურებს.

სტიქიის ზონაში ტექნიკა მხოლოდ წყლის დონის დაწევის შემდეგ შეძლებს მუშაობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×