რეზონანსი
11.05.2019

 (რეზონანსი) თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დოლისყანის კარიბჭესთან ტუალეტის მშენებლობა შეწყვეტილია, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა. მისი თქმით, თურქული მხარე გაგებით მოეკიდა საქართველოს პოზიციას, რისთვისაც ელჩი მათ მადლობას უხდის.

„ჩვენ მივიღეთ შეტყობინება, რომ სოფელ ართვინში, დოლისყანის მონასტრის კარიბჭესთან მიმდინარეობდა საპირფარეშოს მშენებლობა. ჩავაყენეთ საქმის კურსში თურქეთის კულტურის სამინისტრო, ძეგლთა დაცვის და სხვა სამსახურები და მათ მიიღეს გადაწყვეტილება მშენებლობის შეჩერების შესახებ.“ გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, ტუალეტის მშენებლობის გადაწყვეტილება ადგილობრივების მიერ იყო მიღებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×