რეზონანსი
11.05.2019

 (რეზონანსი) ადამიანები, რომელთაც აპენდიქსი ამოკვეთილი აქვთ, პარკინსონით დაავადების სამჯერ მეტი რისკის ქვეშ არიან, აცხადებენ ამერიკელი მეცნიერები, რომელთაც მასშტაბური კვლევა ჩაატარეს და ათეული მილიონი ადამიანი გამოიკვლიეს.  საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ამ დაავადებით ადამიანები ძირითადად ხანდაზმულ ასაკში ავადდებიან. ცილა ალფა-სინუკლეინი, რომელიც ანთებითი პროცესების დროს ნაწლავურ ტრაქტში წარმოიქმნება, პარკინსონის დაავადების წარმოქმნის ერთერთ მთავარ პირობად ითვლება. ისინი ვარაუდობენ, რომ ბრმა ნაწლავის ამოჭრა, სადაც დიდი რაოდენობითაა ნაწლავების დამცველი მიკროფლორა, ხელს შეუწყობს ალფა-სინუკლეინის რაოდენობის ზრდას ორგანიზმში, რაც შესაბამისად ნერვულ უჯრედებს დააზიანებს. სწორედ ამის დამტკიცებას ცდილობენ მეცნიერები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×