რეზონანსი
11.05.2019

 (რეზონანსი) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების წესი და პირობები. ამ სერვისს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განახორციელებს. განხორციელებული ცვლილების თანახმად, პირს შეუძლია სტატუსის დადგენაზე განაცხადი  წარადგინოს ნებისმიერ იუსტიციის სახლში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან საზოგადოებრივ ცენტრში.  დადგენილების თანახმად, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი დაუდგინდება თუ საქართველოს მოქალაქეს ან სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს ჰყავს 4 ან მეტი შვილი. სტატუსის დადგენისათვის შვილების ასაკი შეზღუდული არ არის. იგი შეიძლება დაუდგინდეს როგორც არასრულწლოვანი, ასევე სრულწლოვანი შვილების მშობელს; მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირი ერთდროულად შეიძლება იყოს ორივე მშობელი დედაც და მამაც. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენაზე გადაწყვეტილება განაცხადის წარდგენიდან 30-ე კალენდარულ დღეს იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×