რეზონანსი
11.05.2019

 ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელ 5.6 კმ-იანი გზის 300-მეტრიან მონაკვეთზე საპროექტო და გეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. გზა სტიქიურმა მოვლენებმა დააზიანა.

გზის აღნიშნული მონაკვეთი შეისწავლეს ტექნიკური სამსახურების, საპროექტო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და გეოლოგებმა. გერგეთამდე მისასვლელი გზის მონაკვეთზე სამუშაოებს წინასწარი შეფასებით დაახლოებით 2 თვე დასჭირდება.

დაზიანებულ მონაკვეთზე, მშენებლობის პერიოდში სამების ეკლესიამდე მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა არ შეიზღუდება და მძღოლები გადაადგილებას ცალმხრივ რეჟიმში შეძლებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×