რეზონანსი
11.05.2019

 ადიდებული მდინარე ალაზანმა გურჯაანი-ლაგოდეხის საავტომობილო გზის მონაკვეთი ალაზნის ხიდთან კვლავ დატბორა. გარდა ამისა, დატბორილია ვენახები და ერთწლიანი საგაზაფხულო და საშემოდგომო კულტურის ნათესები.

,,ისევ გადმოვიდა ალაზანი და იქ, სადაც 5 მაისს დატბორა ვენახები და ბაღები, ახლა მდინარე მიედინება. რაც მაშინ გადარჩა, ახლა ისიც გაანადგურა”, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს გურჯაანის მერის წარმომადგენელმა სოფელ ძირკოკში, გოგიტა ალხაზიშვილმა.

ამ წუთებში საავტომობილო გზა პარალიზებულია, გურჯაანი-ლაგოდეხის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება აკრძალულია. ვითარებას პოლიცია აკონტროლებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×