რეზონანსი
11.05.2019

 პოლიციამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დააკავა. ეს ინფორმაცია imedinews-ს შსს-ში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიება დაკავებულს ცეცლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა-ტარებას ედავება, საქმეზე გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიების მსვლელობისას, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ ადგილზე სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა. შემთხვევის ადგილიდან კი ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ-ერთია მოღებულია.

3 მაისს 85 წლის კაცმა სოფელ ყანდაურაში შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, 71 წლის ცოლი კი დაჭრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×