რეზონანსი
10.05.2019

 თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. GBC-ის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ - ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე 28 მაისიდან შეიზღუდება.

პირველ ეტაპს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  (GWP) განახორციელებს, რომელსაც სავარაუდო 3-თვიანი ვადა აქვს. შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები: წყლისა და წყალარინების (კანალიზაციის) ქსელები.

GWP-ის შემდეგ სამუშაოებს უკვე საქალაქო სამსახური განაგრძობს, რისთვისაც ასევე საორიენტაციო ვადად დამატებით 3 თვეა განსაზღვრული.

სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს 2.5 კმ-ს. პროექტის ფარგლებში შეიცვლება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს. საერთო ჯამში 60 000 მ2 ფართობზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი.

ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური GBC-სთან განმარტავს, რომ სამუშაოები 3 ეტაპად დაიყოფა, ამ ეტაპისთვის კი ზუსტდება რეაბილიტაციის მე-2 და მე-3  ფაზები და მასთან ერთად ზუსტდება პროექტის ღირებულებაც. 

ჭავჭავაძის გამზირზე დაგეგმილი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე დაგეგმილია ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა ჭავჭავაძის გამზირზე ვარაზისხევის ქუჩიდან  ატენის ქუჩამდე მონაკვეთში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×