რეზონანსი
10.05.2019

 (რეზონანსი) სენაკის ბავშვთა პოლიკლინიკიდან, ინტოქსიკაციის ნიშნებით შეყვანილი 26 მოსწავლიდან 25 უკვე გაეწერა, - ამის შესახებ სენაკის ბავშვთა კლინიკის ტოქსიკოლოგმა ქეთევან წყაროზიამ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მათგანის მგომარეობა სტაბილურია.

„ბავშვებმა, როგორც თავად ამბობენ საკლასო ოთახში იგრძნეს უცნაური სუნი, რის შემდეგაც დაეწყოთ თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ღებინება. ჩაუტარდათ ყველა შესაბამისი კვლევა და 25 ბავშვი გაეწერა საავადმყოფოდან. მხოლოდ ერთი მოსწავლე რჩება კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ", - განაცხადა ტოქსიკოლოგმა ქეთი წყაროზიამ.

სენაკის მეორე საჯარო სკოლის 26 მოსწავლე ინტოქსიკაციის ნიშნებით ბავშვთა საავადმყოფოში დღეს მოათავსეს. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×