რეზონანსი
10.05.2019

 (რეზონანსი) პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემაში ბრალდებული, სასტუმრო „მამიდას" მფლობელი, როენა ხუცურაული აცხადებს, რომ სასტუმროს კათარზისად გადაკეთებას აპირებდა.

"სანამ ეს მოხდებოდა, სამი თვის წინ ვაპირებდი ზინაიდა ქორიძესთან ხელშეკრულების შეწყვეტას. ქირა ვერ მოჰქონდა და ამიტომ მინდოდა შემეწყვიტა. ზინაიდან მითხრა, მეწილეები მყავს და ქირას მოგიტანო, კიდევ შანსი მივეცი. დიდი ხნის მოფიქრებული მქონდა, კათარზისი მინდოდა გამეკეთებინა", - განაცხადა ხუცურაულმა სასამართლოს სხდომაზე.

ცოტა ხნის წინ როენა ხუცურაულს 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ზინაიდა ქორიძეს კი 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×