რეზონანსი
10.05.2019

 (რეზონანსი) გორში, 6 თვის ჩვილის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზე კლინიკა „იავნანაში“ კომენტარი ცოტა ხნის წინ გაკეთდა.

„ჩვენთან გოგონა შემოყვანილი იქნა სასწრაფო დახმარების მიერ. მას სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა. როგორც გვაქვს ინფორმაცია, მშობლებისგან, ის სრუილიად ჯანმრთელი ბავშვი იყო. ჩემი ინფორმაციით, ბავშვს ეძინა, სწორედ ძილის პროცესში ნახეს გარდაცვლილი. სავარუდო მიზეზი ძნელია დაასახელო, თუმცა, როგორც ექიმი ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ეს ყოფილიყო ასპირაცია - ანუ პირნაღები მასებით გარდაცვალება.“-აცხადებს ექმიმი მარინა ღარიბაშვილი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 116 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×