რეზონანსი
10.05.2019

 (რეზონანსი) აუდიტის სამსახურის საგანგაშო დასკვნა - ინფექციური დაავადებების გავრცელების მთავარი წყარო, სტომატოლოგიური კლინიკები აღმოჩნდა. შემოწმების საფუძველზე გაირკვა, რომ სტომატოლოგიური კლინიკების თითქმის ნახევარი, კანონის და სტანდარტების დარღვევით მუშაობს.

შავ სიაში მოხვდა რამდენიმე სტაციონარული დაწესებულებაც. ისეთი მძიმე ინფექციების გავრცელების წყარო, როგორიც არის შიდსი, C ჰეპატიტი, ტუბერკულოზი - საქართველოში სწორედ სამედიცინო დაწესებულებებია. 

დასკვნაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში არ არის შემუშავებული ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ერთიანი ეროვნული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა.  დეტალურად გაწერილი მეთოდოლოგია არ არის შემუშავებული, რომლის მიხედვით, რეგულირების სააგენტო უნდა ახორციელებდეს სამედიცინო დაწესებულებების კონტროლს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×