რეზონანსი
10.05.2019

 (რეზონანსი) ახმეტის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან. მერის იოსებ ქარუმაშვილის თქმით, უხვი ნალექის შედეგად მდინარე ალაზანი ადიდა და კალაპოტი გაარღვია, რის გამოც დაზარალდა სოფელები. დატბორილია სახლის პირველი სართულები და შიდა საუბნო გზები.

პანკისის ხეობაში კი სოფელ ჯოყოდან ომალოს მიმართულებით ჩახერგილია სამანქანე ხიდი და აკრძალულია გადაადგილება.

"სტიქიამ რამდებიმე სოფელო დააზარა, რისთვისაც ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის მუნიციპალიტეტს ცენტრალური ხელისუფლების დახმარება სჭირდება. ამ ეტაპზე მდინარე ალაზანში წყლის დონემ მცირედით დაიკლო, მაგრამ ცენტრალური ხელისუფლება მდინარე ალაზანზე საჭირო სამუშაოებში უნდა დაგვეხმაროს - განაცხადა სოსო ქარუმაშვილმა.

სტიქიის ზონაში შესაბამისი ტექნიკა უკვე მუშაობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×