რეზონანსი
10.05.2019

 (რეზონანსი) უკვე დროა ფეისბუქი გაუქმდეს, - ამის შესახებ ფეიბუქის თანადამფუძნებელმა კრის ჰიუზმა განაცხადა. New York Times-ში გამოქვეყნებულ მოსაზრებაში ჰიუზი ამბობს, რომ ერთი ადამიანის ხელში ზედმეტად დიდი ძალაუფლებაა თავმოყრილი.

„მარკის გავლენა გამაოგნებელია და ის ბევრად სცდება ნებისმიერი ადამიანის გავლენას კერძო სექტორიდან და ხელისუფლებიდანაც კი. ის სამ უმსხვილეს საკომუნიკაციო პლატფორმას აკონტროლებს - Facebook-ს, Instagram-სა და WhatsApp-ს. რომლებსაც მილიარდობით ადამიანი იყენებს ყოველდღიურად. Facebook-ის საბჭოს წევრები უფრო მრჩევლების როლში გამოდიან ვიდრე მაკონტროლებლის, რადგან გადაწყვეტილების მიღების უპირასტესობა ცუკერბერგს აქვს, ფლობს რა ხმის მიცემის უფლების 60%-იან პაკეტს“,- წერს სოციალური ქსელის თანადამფუძნებელი მოსაზრების სტატიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×