რეზონანსი
10.05.2019

 (რეზონანსი) მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ზაზა სარალიძე რამდენიმე თვეა პარლემენტის შენობის წინ აქციაზე აღარ მისულა. როგორც თავად მაჩალიკაშვილი ამბობს, რაიმე დაპირისპირება მათ შორის არ ყოფილა და აქციებზე სარალიძე პირადი მიზეზის გამო არ მიდის. ამ მიზეზზე კი მალხაზ მაჩალიკაშვილმა საუბარი არ ისურვა.

“ორ თვეზე მეტია ზაზა სარალიძე პარლამენტის წინ აქციაზე აღარ არის. მიზეზს ვერ გეტყვით, რადგან ეს ზაზას პირადი საქმეა. ერთი შემიძლია გითხართ, რომ ზაზას გვერდით დასადგომად ჩამოვედი.  ვიგრძენი, რომ ამ კაცს ის სიმწარე ჰქონდა, რასაც მე ვგრძნობდი. ჩემსა და ზაზა შორის არანაირი განხეთქილება არ ყოფილა, როგორც ამას ავრცელებენ. ერთმანეთისთვის ერთი საწყენის სიტყვაც არ გვითქვამს. უბრალოდ, მე მაგ კაცს დაღლა შევამჩნიე… ალბათ, დაიღალა. მეორეც, მას შვილი სახელმწიფომ არ მოუკლა, მე შვილი სახელმწიფომ მომიკლა,”-განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×