რეზონანსი
10.05.2019

 პოლიტიკურმა გაერთიანება გირჩმა საკუთარ ოფისში საროსკიპო გახსნა, სახელწოდებით "პიონერი". ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"საროსკიპოს სპონსორია სექსშოპი "კიკუ". 1 საათით ამ ფართის დაკავება ეღირება 49 ლარი და 90 თეთრი და ამ სერვისით შეიძლება, ისარგებლოს ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც სურს, ისარგებლოს სექსუალური მომსახურებით. აღნიშნულით ჩვენ ვარღვევთ 254-მუხლის მესამე ნაწილს, რომელიც გულისხმობს პროსტიტუციის ხელშეწყობას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 6 წლამდე.

ხელისუფლებას აქვს არჩევანი გასაკეთებელი - ან უნდა დაგვაპატიმროს მთლიანად გირჩი, ან გაათავისუფლონ ამ მუხლით დაკავებული ყველა პირი. მათ შორის, ზოგადად, შეწყვიტონ უდანაშაულო ადამიანების დევნა“, - განაცხადა ჯაფარიძემ, რის შემდეგაც მთაწმინდაზე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს, ჰერმან საბოს სთხოვა, ოფიციალურად გაეხსნა „საროსკიპო“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×