რეზონანსი
10.05.2019

 გადაუღებელი წვიმების შედეგად ახმეტის სოფელ ბაბანაურში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დაიტბორა.

ახმეტის მერიაში განმარტავენ, რომ ადიდდა მდინარე ალაზანი, რის გამოც შესაძალოა პრობლემა სხვა სოფლებსაც შეექმნას.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა თელავის რამდენიმე სოფელშიც. ლეჩურში მდინარე კალაპოტიდან გადავიდა და ცენტრალური მაგისტრალი დატბორა, რის გამოც მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×