რეზონანსი
09.05.2019

 (რეზონანსი) ბაღდათის მუნიციპალიტეტის მუსიკალური ანსამბლი საირმე გერმანიაში ფესტივალზე მიიწვიეს, თუმცა ბაღდათის მუნიციპალიტეტისა და ანსაბლის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ანსამბლი შესაბამისად ვერ მღერის და ფესტივალზე თავად გაემგზავრნენ.

დელეგაციაში იყვნენ ბაღდათის მერი, კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი თანამშრომელი, ტურიზმის სამსახურის ხელმძღვანელი და მუზეუმების თანამშრომელი.

რაც შეეხება საირმეს წევრებს, პრაიმტაიმის იმერეთის კორესპონდენტმა სცადა მათთან დაკავშირება, თუმცა როგორც ირკვევა, ისინი მკაცრად არიან გაფრთხილებული, რომ არაფერი თქვან, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურიდან წასვლით ემუქრებიან.

ბაღდათის მუნიციპალიტეტს აღნიშნული ვიზიტი, სავარაუდოდ, 15.000 ლარი დაუჯდა.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×