რეზონანსი
09.05.2019

 (რეზონანსი) მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზლაჯლოში, ერთ-ერთ ფერმერს ერთბაშად 150-მდე სული ძროხა დაეხოცა. მეპატრონემ ვეტერინარულ აფთიაქში სპეციალური პრეპარატი შეიძინა, რითაც საქონელი დაბანა. მისი თქმით, ძროხები სწორედ ამ ხსნარით დაბანის შემდეგ დაიხოცნენ.

ფერმერი აცხადებს, რომ მას სოლიდური ზარალი მიადგა, რადგან საქონელი ბანკიდან გამოტანილი კრედიტით ჰყავდა შეძენილი. ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები და დეტალებს არკვევენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×