რეზონანსი
09.05.2019

 (რეზონანსი) დავით ბაგრატიონ-მუხრანელი სამეფო ოჯახში არსებულ დაპირისპირებაზე კომენტარს საკუთარის პირობების სანაცვლოდ გააკეთებს.

თუ რა პირობა აქვს მეფეს, ამაზე მისმა ადვოკატმა ისაუბრა.

"მას აქვს პირობა, ვინც ამ პირობას დააკმაყოფილებს, იმას მისცემს ინტერვიუს. ის სააგენტო, ან ტელევიზია, ან ნებისმიერი საინფორმაციო საშუალება, რომელიც 20 000 ლარს შესწირავს წეროვანში დევნილთა დასახლებას, მას მისცემს ექსკლუზიურ ინტერვიუს", - განუცხადა "2020NEWS"-ს მეფის ადვოკატმა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი მეუღლე მასზე ფიზიკურად ძალადობდა. გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×