რეზონანსი
09.05.2019

 რეზონანსი) გავრცელდა ინფორმაცია ნინო ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიულ მოძრაობაში" არსებული დაპირისპირების შესახებ. ცოტა ხნის წინ პარტია გუბაზ სანიკიძეს დაატოვებინეს.

„დემოკრატიული მოძრაობიდან" სანიკიძის გარიცხვის საკითხი პარტიის თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ დააყენა, რასაც პარტიის მმართველი რგოლის სხვა წევრებიც დაეთანხმნენ.

„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი ბოლო პერიოდში გუბაზ სანიკიძის მიერ გაკეთებული განცხადებები გახდა, სადაც ის მიხეილ სააკაშვილის მიმართ სიმპათიებს გამოხატავს და აცხადებს, რომ „ხალხს მიშა ენატრება".

„სააკაშვილი არის ამ ქვეყნის ფაქტორი და არა მარტო საქართველოს, არამედ აღმოსავლეთ ევროპის", - გუბაზ სანიკიძის პარტიიდან გარიცხვის მიზეზად ეს და სხვა მსგავსი შინაარსის განცხადებები სახელდება.

ის, რომ გუბაზ სანიკიძე პოლიტიკურ საქმიანობას დამოუკიდებლად გააგრძელებს, უკვე ადასტურებენ „დემოკრატიულ მოძრაობაშიც". პარტიის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

„გუბაზ სანიკიძე პარტიის ლიდერს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა. შეხვედრისას მათ გამოთქვეს თავიანთი შეხედულებები მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და შეთანხმდნენ, რომ გუბაზ სანიკიძე პოლიტიკურ საქმიანობას დამოუკიდებლად გააგრძელებს. შეხვედრის დასასრულს ნინო ბურჯანაძემ და გუბაზ სანიკიძემ ერთმანეთს წარმატება უსურვეს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×